მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანი ევროსაბჭოს პრეზიდენტთან განიხილავს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების ნაბიჯებს

არმენპრესი: სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჩარლზ მიშელთან ბრიუსელში განიხილავს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების შემდგომ ნაბიჯებს.

“არმენპრეს”-ის უწყებით, ამის შესახებ ფაშინიანმა დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

”ჩვენ განვიხილავთ სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების შემდგომ ნაბიჯებს”, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა.

სრ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჩარლზ მიშელთან კორონავირუსის გავრცელების გამო, ხელის ჩამორთმევის გარეშე დაიწყო.

ახალი კორონავირუსის (2019-nCoV) გავრცელება დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს, ცენტრალურ ჩინეთის ყველაზე ხალხმრავალ ქალაქში, 12 მილიონიანი უჰანში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იგი აღიარა, როგორც საგანგებო მდგომარეობა საერთაშორისო მასშტაბით, უწოდა პანდემია, რომელსაც მრავალი კერა აქვს. მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.

ნახეთ მეტი
Back to top button