საზოგადოება

აზერბაიჯანის 24 მოქალაქე ცდილობდა მაღალი სიცხითა და ახალი პასპორტებით საქართველოში შესვლას

ინფოტეკა 24. ბოლო ორი დღის განმავლობაში, 25 უცხოეთის მოქალაქეს არ მისცეს უფლება გადალახონ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი. მათგან 24 არის აზერბაიჯანის მოქალაქეები, 1 უკრაინის მოქალაქე. ყველანი ახალი პასპორტებით იყვნენ, ცდილობდნენ თავიანთი მოგზაურობის ისტორიის დამალვა და საზღვრის გადაკვეთა. იტყობინება Georgia-Online.

”მაღალი ტემპერატურისა და ახალი პასპორტის მქონე 25 უცხოელმა მოქალაქემ სცადა საზღვრის გადაკვეთა. ახალ პასპორტში არ არის მითითებული მოგზაურობის ისტორია, ამის გამო, სავარაუდოა, რომ ასეთი მგზავრები სარისკო ჯგუფის ქვეყნებში იმყოფებოდნენ.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ირანთან მოგზაურობა შეზღუდა, მგზავრების ნაკადი შემცირდა და ახლა კვლავ გაიზარდა”,- აღნიშნა საქართველოს დაავადებათა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონტროლის ცენტრის კახეთის რეგიონალური ფილიალის ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოროვირუსული ინფექციის 15 შემთხვევა დაფიქსირდა, 140 ადამიანი კარანტინშია.

ნახეთ მეტი
Back to top button