მთავარიპოლიტიკა

დინამიური დისკუსიები აძლიერებს ურთიერთობებს. ევროსაბჭოს პრეზიდენტი ფაშინიანთან შეხვედრის შესახებ

არმენპრესი: ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თვლის, რომ დინამიური დისკუსიები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ორმხრივ ურთიერთობებს უკიდურესად ამყარებს. “არმენპრეს” – ის ცნობით, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან შეხვედრის შესახებ თავისი შთაბეჭდილებები გააცნო Twitter-ის გვერდზე.
”დღეს მე შევხვდი ნიკოლ ფაშინიანს, რათა დეტალურად განმეხილა ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობები, ,,აღმოსავლეთი პარტნიორობა“. ასეთი დინამიური დისკუსიები  ჩვენს ორმხრივ და ადამიანურ ურთიერთობებს ხდის უზომოდ მყარს”, – წერს ევროსაბჭოს პრეზიდენტი.
მან ასევე აღნიშნა, რომ იგი მოუთმენლად ელოდება შემდეგ შეხვედრას ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. სრ მთავრობა შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს. ვიდეო-ფოტო გადაღების ცერემონიის დასრულების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის პრეზიდენტმა განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი.

ნახეთ მეტი
Back to top button