მთავარიპოლიტიკა

თქვენ შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ ჩემს ახალ პოსტზე. დონალდ ტუსკი პრემიერ ფაშინიანს

არმენპრესი: პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის ოფისში შეხვდა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ დონალდ ტუსკს.
როგორც “არმენპრეს” – ს განუცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის პრესსამსახურმა, მიესალმა რა პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკმა აღნიშნა: ”ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ, მოგესალმოთ ჩემს ახალ პოსტზე, მაგრამ ძველი ტრადიციული მეგობრობით. და საუბარია  არამარტო თქვენთან, არამედ სომხეთთან ჩვენს ტრადიციულ მეგობრობაზე. თქვენ შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ ჩემს ახალ თანამდებობაზე”. დონალდ ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპაში, მათ შორის ადგილობრივი საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან, ნდობის მაღალი დონეა  სომხეთის რესპუბლიკის ახალი ხელისუფლებისა და თავად პრემიერ მინისტრის მიმართ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალია.

ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისა და დამოკიდებულებისთვის, აღნიშნა რა, რომ ”ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს როლს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როგორც ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, თქვენ ასევე შეუწყობთ ხელს ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და წინსვლას”.
მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით, ხაზგასმით აღნიშნეს რა ევროპარლამენტში სომეხი პარლამენტარების და ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის დეპუტატთა მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ქვეყანაში სასამართლო რეფორმების მიმდინარეობის, მათ შორის მოსალოდნელი საკონსტიტუციო რეფერენდუმის გარემოებების შესახებ.
 მოსაზრებები გაცვალეს ასევე სომხეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მიმდინარე პროცესებზე.
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთში განხორციელებულ რეფორმებს და გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სომხეთთან თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას.

ნახეთ მეტი
Back to top button