პოლიტიკა

კარგი ფაქტორი ევროკავშირი-სომხეთი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის დაწყების დასაჩქარებლად

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი სომეხი მოქალაქეების საერთო რაოდენობა პირველად ორჯერ შემცირდა, 6875-დან 3525-მდე.

,,რადიოლურის  სტუმართა სალონი“ შეეხო რა ევროსტატის სტატისტიკას მიგრაციის ნაკადების შესახებ, ეროვნული კრების ევროპული ინტეგრაციის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის  თავმჯდომარემ, არმან ეღოიანმა, ცვლილებებს გარდამტეხი უწოდა.

მისი აზრით, სტატისტიკის ცვლილება კარგი ფაქტორია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის დაწყების დასაჩქარებლად.

სტატისტიკის შეცვლა მოხდა სომხეთის შიდა იმპულსების შედეგად, აღნიშნა ეღოიანმა და დასძინა, რომ ტენდენცია ფანტავს მთავარ შეშფოთებას ევროკავშირთან ურთიერთობების ლიბერალიზაციის შესახებ.

”როდესაც ვიზის ლიბერალიზაცია დაიწყო, მთავარი საზრუნავი იყო იმაში, რომ თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ზრდა იქნებოდა. ეს სტატისტიკას ფანტავს შიშს და ქვაკუთხედის მნიშვნელობა გააჩნია”,- აღნიშნა ეღოიანმა.

არმან ეღოიანმა ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტზე ბრიუსელში, რომლის დღის წესრიგშია სომხეთ-ევროკავშირის დიალოგი, ასევე ევროპაში უმსხვილეს პარტიასთან, ევროპის სახალხო პარტიასთან ურთიერთობები.

ნახეთ მეტი
Back to top button