პოლიტიკა

სომეხმა სკაუტებმა მადლობა გადაუხადეს სირიის პარლამენტს სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის

2020 წლის 09 მარტს სომეხმა სკაუტებმა მოაწყეს მსვლელობა დამასკოში, სადაც მადლიერება გამოხატეს სირიის პარლამენტის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებისა და დაგმობისთვის. სირიის სააგენტო SANA-ს განცხადებით, მსვლელობის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს პარლამენტის წევრებს, და შეაქეს მათი ნაბიჯი.


მსვლელობის მონაწილეები მადლიერების გამომხატველი წარწერებითა და დროშებით გაემართნენ პარლამენტის შენობისკენ, სადაც ისინი შეხვდნენ სირიის პარლამენტის სპიკერს ჰამუდა საბბაღს და დეპუტატებს, მათ შორის სომეხ დეპუტატ ნორა არისიანს. ჰამუდა საბბაღი თბილად მიესალმა მსვლელობის მონაწილეებს და დიდად შეაქო სომეხი ხალხის ერთგულება სირიისადმი.


მან აღნიშნა, რომ მსვლელობა დაემთხვა სირიის რევოლუციის სიმბოლურ დღეს. ჰამუდა საბბაღმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომეხთა გენოციდის აღიარებისა და დაგმობის საკითხი იყო იმ რამდენიმეთაგანი, რომელიც მიიღეს ერთსულოვანი კენჭისყრით, და არა უმრავლესობით, რამაც დაადასტურა, რომ ვინც არ ცნობს გენოციდს, დანაშაულის ნაწილად ითვლება.

ნახეთ მეტი
Back to top button