საზოგადოება

სომხეთი დროებით შეაჩერებს უვიზო მიმოსვლას ირანთან კოროვირუსის გამო

ახალი ტიპის კოროვირუსით გამოწვეული ეპიდემიური მდგომარეობის გამო ,,სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ვიზების გარეშე შესვლის ნების დართვის  შესახებ მემორანდუმი“ დროებით შეჩერებულია. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის კიდევ ერთი გადაწყვეტილებით ირანის მოქალაქეები ვალდებულნი არიან 7 მარტიდან სომხეთში შემოსასვლელად წინასწარ მიიღონ შესვლის ვიზა, რისთვისაც აუცილებელია მიმართონ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებს/საკონსულოებს შესასვლელი ვიზის მისაღებად ან შესასვლელი ვიზა მიიღონ E-VISA ელექტრონული სისტემის საშუალებით.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთდროულად იუწყება, რომ ირანში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო მოქმედებს საგანგებო რეჟიმში, შესაბამისად, დროებით შეჩერებულია საკონსულო მომსახურეობის გაწევადაშვება დროებით შეჩერებულია და ირანის ისლამურ რესპუბლიკის ვიზის მიღება შესაძლებელია მხოლოდ  E-VISA ელექტრონული სისტემის საშუალებით.

ნახეთ მეტი
Back to top button