საზოგადოება

ჯანმო-ს ექსპერტები ჩამოვიდნენ ერევანში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად

კორონავირუსზე სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ ახალი შეტყობინება გაავრცელა.
ერევანი – Sputnik. ერევანს ეწვივნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ექსპერტები, რათა შეაფასონ ჰოსპიტალური მზაობა და ლაბორატორიული კვლევები კოროვირუსთან ბრძოლისთვის. ინფორმაციას ავრცელებს სრ ჯანდაცვის სამინისტრო.
სახელმწიფო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გაძლიერებული კონტროლი გრძელდება. ამჟამად, 14-დღიანი სამედიცინო ზედამხედველობა ხორციელდება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, იტალიიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან ჩამოსული მგზავრების მიმართ, მოქალაქეობის მიუხედავად (ჩამონათვალს დაემატება საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი).
ირან-სომხეთის სასაზღვრო კვეთების შემზღუდველი გადაწყვეტილების თანახმად, მეღრის გამშვები პუნქტიდან ჩამოსული ყველა სატვირთო ავტომანქანა გადაადგილდება პოლიციის მეგზურობით  და ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტების რეგულარული კონტროლით. 857 მძღოლზე კონტროლი (მათ შორის 228 ირანის მოქალაქეა) კონტროლი დაწესდა  სომხეთის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის საბაჟო საწყობებშიც, მათ უკან დაბრუნებამდე, ხოლო სომეხ მძღოლებზე კონტროლი განისაზღვრა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
დღემდე, 211 გამოკვლევა ჩატარდა 1 დადებითი შედეგით.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულმა ცენტრმა ჩამოაყალიბა “ოპერატიული ზარების ცენტრი”, ტელეფონის ნომერი: 060 83 83 00, რომელიც მუშაობს დღე-ღამის განმავლობაში.
ჩინეთის ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტის ყოველდღიური მოხსენების თანახმად, 9 მარტის საღამოს 6 საათის მდგომარეობით,  ჩინეთში დაფიქსირდა კორონავირუსის (COVID-19) 80904 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვია 58807 (72.7%). დაიღუპა 3123 ადამიანი (3.9%). მსოფლიოში დაფიქსირდა 111478 დადასტურებული შემთხვევა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ 107 ქვეყანაში 30574 შემთხვევა დაფიქსირდა.
29 თებერვლიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ  რისკი ძალზე მაღალი  შეაფასა არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ რეგიონულ და გლობალურ დონეზე.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევა სომხეთში დაფიქსირდა 1 მარტის დასაწყისში. ინფიცირებული 29 წლის მამაკაცია. ის სომხეთში ირანიდან ჩამოვიდა 28 თებერვალს.
სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა ადრე განაცხადა, რომ 31 ადამიანი იზოლირებული იყო წახკაძორის სასტუმრო ,,გოლდენ პალას“-ში. ისინი ყველა ის მოქალაქეები არიან, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით დაავადებული ადამიანთან თვითმფრინავში.

ნახეთ მეტი
Back to top button