მთავარისაზოგადოება

კორონავირუსის პრევენციის სამუშაოები აეროპორტ ,,ზვართნოცში“ 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება

პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ავინიანმა, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა, სუს-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ედუარდ მარტიროსიანმა, სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარე ტათევიკ რევაზიანმა, ჯანმრთელობისა და შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ჰაიკ ავაგიანმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა დაათვალიერეს აეროპორტი ,,ზვართნოცი“.
ოფიციალური პირების და აეროპორტის თანამშრომლების მხრივ პრემიერ-მინისტრს წარედგინა  კორონავირუსის პრევენციის მიზნით განხორციელებული სამუშაოები, რომლებიც 24 – საათიან ხასიათს ატარებენ. შეეხნენ სარისკო ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრებთან ჩატარებულ სამუშაოებს, სიცხის გაზომვას და სხვა პროფილაქტიკურ სამედიცინო ღონისძიებებს, სამისამართო ბარათების შევსებას.

ვიცე პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პროფილაქტიკური სამუშაოების უფრო ეფექტურ ორგანიზებას და აღნიშნა, რომ ამიერიდან ყველა მგზავრმა (მიუხედავად იმისა, სარისკო ქვეყნიდან ჩამოვიდნენ თუ არა), უნდა შეავსონ სამისამართო ბარათები, მათ შორის ინფორმაცია ბოლო 14 დღის განმავლობაში, რომელ ქვეყანაში განახორცილეს ვიზიტი.
ტიგრან ავინიანი ასევე დაესწრო ერთ-ერთი რეისიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმების პროცესს.

ნახეთ მეტი
Back to top button