პოლიტიკა

მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მაღალ შეფასებას აძლევს კოროვირუსის წინააღმდეგ სომხეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს

არმენპრესი: სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრ მჰერ გრიგორიანთან შეხვედრისას, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკმა დაამტკიცა მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმატის ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც  საჭიროების შემთხვევაში ასევე შეიძლება მისაწვდომი იყოს სომხეთისთვისაც.

როგორც “არმენპრეს” – ს აცნობეს სრ ვიცეპრემიერ-მინისტრის მჰერ გრიგორიანის ოფისიდან, მხარეებმა განიხილეს ერთობლივი პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები და დარგობრივი სტრატეგიების შემუშავება.

სებასტიან მოლინეუსმა მადლობა გადაუხადა ვიცე პრემიერ-მინისტრს დამყარებული კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის და კმაყოფილებით ისაუბრა რეფორმების მიმდინარეობის შესახებ.

მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთის ნაბიჯებს კორონავირუსის წინააღმდეგ და რომ მსოფლიო ბანკმა დაამტკიცა მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმატის ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც  საჭიროების შემთხვევაში ასევე შეიძლება მისაწვდომი იყოს სომხეთისთვისაც.

შეხვედრის დასრულებისას, ვიცე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა მსოფლიო ბანკის მონაწილეობა სომხეთის მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების განხორციელებაში და მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა მსოფლიო ბანკის სომხეთის ოფისის ხელმძღვანელი სილვი ბუსუთღო.

ნახეთ მეტი
Back to top button