საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23–მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა რვით გაიზარდა. აქამდე ინფიცირებული 15 ადამიანი იყო
,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზარდა, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge.
აქამდე ინფიცირებულთა რაოდენობა 15 იყო.
ამასთან შეიცვალა სხვა მონაცემები: კარანტინის რეჟიმში იმყოფება 126 ადამიანი (აქამდე იყო 178), ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 46 (იყო 56).
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 115 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 114 457 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ჩინეთზე 80 756 მოდის, სადაც ეს მაჩვენებელი ბოლო დღეებში უმნიშვნელოდ იზრდება. COVID-19-ის შემთხვევები იზრდება: იტალიაში, სადაც უკვე 9 172 ადამიანია ინფიცირებული, სამხრეთ კორეაში (7 513 ინფიცირებული), ირანში (7 161), საფრანგეთში (1 412), ესპანეთში (1 231), გერმანიასა (1 224) და აშშ-ში (754). სულ მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 4 026 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64 169 პაციენტი.