პოლიტიკა

„სპუტნიკის“ მკითხველები თვლიან, რომ საქართველო და სომხეთი უნდა გახდნენ სტრატეგიული პარტნიორები

„სპუტნიკი – საქართველო“-ს    მკითხველთა ნახევარზე მეტი (54%) თვლის, რომ საქართველო და სომხეთი უნდა გახდნენ სტრატეგიული პარტნიორები და გადავიდნენ თანამშრომლობის ახალ დონეზე.

არ ეთანხმება  ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 22.8%, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყნებს აქვთ საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა რგოლები. გამოკითხულთა დაახლოებით 23%  თვლის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა არც თუ ისე მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნებს უკვე აქვთ კარგი ურთიერთობები.

მარტის დასაწყისში, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჩაატარა ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, გამოცხადებული იქნა, რომ ქვეყნები შეიძლება გახდნენ სტრატეგიული პარტნიორები.

ეს იყო ფაშინიანის მეორე ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. პირველი შედგა 2018 წლის მაისში და გახდა პირველი ოფიციალური ვიზიტი ფაშინიანისთვის მთავრობის მეთაურის რანგში.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 1992 წლის 17 ივლისს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში. ქვეყნებს აქვთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ხოლო სომხეთი შედის  საქართველოს ათი ძირითადი სავაჭრო პარტნიორის სიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button