კულტურამთავარი

Forbes: გიუმრი მსოფლიოს 17 ყველაზე ლამაზ ადგილთა შორის

ტურიზმის სპეციალისტების მოსაზრებების საფუძველზე Forbes– მა შეადგინა გაზაფხულისთვის ყველაზე ლამაზი 17 ქალაქის სია.

სხვა ქალაქებს შორის, სიაში ასევე მოხვდა სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქი გიუმრი.

„გერმანიიდან და საბერძნეთიდან გიუმრამდე ახალი ბიუჯეტური  ფრენების განხორციელებით, სომხეთის მეორე ქალაქი საბოლოოდ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და იგი აღარ ასოცირდება მხოლოდ 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრასთან“,  – ნათქვამია სტატიაში.

გიუმრი ცნობილია თავისი კოლორიტითა  და კულტურული დაწესებულებებით, უგემრიელესი კერძებითა და იუმორის მოყვარული გიუმრელებით.

Forbes- ის სიაში შედის ისეთი ადგილები, როგორიცაა ლონდონი, ვანკუვერი, თბილისი, მაროკო და ისლანდია.

ნახეთ მეტი
Back to top button