საზოგადოება

კორონავირუსის გამო საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

ახალი კოროვირუსის მსოფლიოში და რესპუბლიკაში გავრცელების გამო საქართველოს სამინისტროები და დეპარტამენტები გადადიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა მთავრობის სხდომაზე.

”ყველა სამთავრობო უწყება გადადის მუშაობის 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე. ეს განსაკუთრებით ეხება ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და, რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს  და შესაბამის დეპარტამენტებსა და ფინანსთა სამინისტროს ”, – აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button