საზოგადოება
კორონავირუსის შეტევა. რა ზიანი მოუტანა მან საქართველოს ეკონომიკას? ,,ჟამანაკ“

გაზეთი „ჟამანაკი“ წერს: ”საქართველოს ხელისუფლების წინასწარი შეფასებით, კორონავირუსის გავრცელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეროვნულ ეკონომიკას რამდენიმე ათეულიდან ასობით მილიონ დოლარამდე. საუბარია როგორც ტურიზმის კლებაზე, ისე საგარეო ვაჭრობის მოცულობაზე.
კერძოდ, საქართველოს მაგისტრალების ასაშენებლად და გასარემონტებლად საჭირო ბიტუმის 90-95 პროცენტი შემოაქვს ირანიდან, რომელთანაც შემცირდა საქონელბრუნვა, ხოლო სხვა მწარმოებლებისგან იმპორტი გაცილებით ძვირია.
სომხეთში მსგავსი გაანგარიშება თითქოს არ არსებობს, მაგრამ ეს პრობლემები ჩვენთვისაც იდენტურია და ეს გათვლები მნიშვნელოვანია იმდენად, რომ, მათი არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ამ ზარალის ანაზღაურების გზების გაანგარიშებაც”.