
არმენპრესი: ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამა ,, პოლიტიკის შემუშავების სომხურ-ქართული პლატფორმის“ ფარგლებში, პოლიტიკური კურსების ერევანისა და თბილისის სკოლები ორგანიზებას უკეთებენ ფოკუს ჯგუფების შეხვედრებს: ანტიკორუფციულ, ტურიზმის განვითარების, როგორც ეკონომიკური ზრდის სტიმულისა და დისკრიმინაციის შესახებ დღის წესრიგებით. სომხურ-ქართული ფოკუს ჯგუფის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი მეორე შეხვედრა გაიმართა სომხეთში, დილიჯანში, 2020 წელს 8-9 თებერვალს.
“არმენპრეს”-ის ცნობით, ორდღიანი ღონისძიების განმავლობაში, პოლიტიკური კურსების ერევანისა და თბილისის სკოლების საერთო ჯამში 20-მა წარმომადგენელმა განიხილეს სომხეთსა და საქართველოში თანასწორობის, ადამიანის უფლებების და დისკრიმინაციის საკითხები. ახალგაზრდა ლიდერთა ჯგუფმა შეისწავლა არსებული რეალობები და გამოწვევები, ხაზი გაუსვა რა განათლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული ქმედებების მნიშვნელობას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების კულტურის დამკვიდრების, და თანასწორობის, როგორც ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ ელემენტად აღქმისათვის.
სომეხმა და ქართველმა ექსპერტებმა წარმოადგინეს სიტუაცია, სამართლებრივი რეგულაციები და მიდგომები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება დისკრიმინაციის ყველა ჯგუფისთვის არსებული გამოწვევების დაძლევა და მათი ეფექტურად დაცვა. საუბარი შეეხო დისკრიმინაციის საფუძვლებს, შიდა კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს, ინვალიდობას, პოლიტიკურ კუთვნილებას ან სოციალურ სტატუსს, რელიგიას და რწმენას, კარიერაში, ისევე როგორც განათლებასა და დასაქმებაში თანაბარი უფლებების შესახებ თემებს.
ფოკუს ჯგუფის დისკუსიების შედეგად შემუშავებული პოლიტიკური კურსების ერევანისა და თბილისის სკოლების ექსპერტთა კონკრეტული სამოქმედო გეგმა შევა რეკომენდაციების პაკეტში. დოკუმენტი დაეხმარება ხელისუფლებას დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და თანასწორობის, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების და სოციალური სამართლიანობის პრინციპის, ხელშეწყობაში. პოლიტიკის შემუშავების შემოთავაზების პაკეტი წარმოდგენილი იქნება სომხეთში ჩატარებულ ღონისძიებაზე, 2020 წლის ივნისში.
,, პოლიტიკის შემუშავების სომხურ-ქართული პლატფორმის“ პროგრამა ფინანსდება ევროკავშირის სომხეთის წარმომადგენლობის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ინსტრუმენტის სწრაფი რეაგირების მექანიზმის საშუალებით. პროექტს ახორციელებს პოლიტიკური კურსების ერევნის სკოლა, პოლიტიკური კურსების თბილისის სკოლასთან თანამშრომლობით. ორივე ორგანიზაცია არის პოლიტიკური კურსების სკოლების ევროპული ასოციაციის ქსელის ნაწილი.