საზოგადოება

სომეხ მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცემათ ეწვივნონ სილიკონის ველს

  სომხეთის მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინა პროგრამა „სომხური ვირტუალური ხიდი“,  რომლის შედეგადაც 2020 წელს 45 სომეხ მეწარმეს  შესაძლებლობა მიეცემა  ეწვივნონ სილიკონის ველს.  ეს ვიზიტი მათ საშუალებას მისცემს მიიღონ სამეწარმეო და ბიზნეს ცოდნა, შეისწავლონ ნაწარმის წორად პრეზენტირების ხელოვნება, შეხვდნენ ინვენსტორებს და ვენჩურულ  კაპიტალისტებს. როგორც „არმენპრესი“

 იუწყება, გადაწყვეტილების პროექტი შეტანილია მთავრობის 12 მარტის სხდომის დღის წესრიგში.

დასაბუთების თანახმად, პროგრამა სომხეთს შესაძლებლობას აძლევს დაუკავშირდეს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ცენტრებს, გამოიყენოს დიასპორის პოტენციალი, რაც თავის მხრივ, ახალ კავშირებს უქმნის სომეხ მეწარმეებს გეოგრაფიისა და გლობალური ტექნოლოგების კომპანიებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების გასაფართოებლად.

პროექტის მთავარი პუნქტია სილიკონის ველში ტექნოლოგიური წარმოდგენის უზრუნველყოფა. ამ მიზნით ქალაქ სან ხოსეში დაქირავებული იქნება  250 კვადრატულ მეტრამდე ბინა სადაც მონაწილეები, რომლებიც ვირტუალური ხიდის პროგრამით სტუმრობენ სილიკონის ველს, იმუშავებენ 3 კვირის განმავლობაში, მოაწყობენ შეხვედრებს და იცხოვრებენ ცენტრში. ეს პროგრამა საუკეთესო გზაა ახალი კავშირების დასამყარებლად  და მუდმივი სომხური ტექნოლოგიური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად.

პროექტის ფარგლებში 15 სტარტაპს და მეწარმეს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ 7-კვირიანი პროფესიული გადამზადების კურსი სიილიკონის ველის  საუკეთესო მეწარმეობის სფეროში არსებული „დრეიფერის უნივერსიტეტში“.  ამ თანამშრომლობის უპირატესობა ისაა, რომ კურსის ბოლოს ყველა მონაწილე წარუდგენს თავის  პროდუქტს „დრეიფერ ვენჩურ ნეთვორკის“ დანფუძნებელს თიმ დრეიფერს და მის გუნდს. ეს სომეხ მეწარმეებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას მისცემს მიიზიდონ ინვენსტიციები სომხური სტარტაფებისათვის.

2020 წლის  13 თებერვალს ჩატარდა  დრეიფერის უნივერსიტეტის საგაზაფხულო კურსის შერჩევის ეტაპი, რომლის დროსაც  უნივერსიტეტის პრეზიდენტი, შერჩევითი კომიტეტის თავმჯდომარე და პროგრამის ოფიცერი ჩამოვიდნენ სომხეთში სპეციალური ღონისძიებისთვის. მიღებული 109 განაცხადიდან 5 მეწარმე იქნა აღიარებული გამარჯვებულად, რომლებიც  მიიღებენ 100% სრულ სახელმწიფო სტიპენდიას. დანარჩენი 3 იდეის ავტორს კი მოუწყვეს სასიამოვნო სიურპრიზი  უნივერსიტეტში 50 %-იანი ფასდაკლებით სწავლის სახით.   

2020 წლისათვის  დაგეგმილია კიდევ ორი ​​მსგავსი კონკურსი ქალი მეწარმეებისთვის.

პროექტი ამ ტიპის პროექტთა შორის  პირველი და უდიდესია, რომელიც განხორციელდება  საზოგადოებრივ ორგანიზაცია  „სომხურ საქველმოქმედო კავშირთან“  ერთად.

ნახეთ მეტი
Back to top button