სომხეთში აღადგინეს მსოფლიოს უიშვიათესი ხელნაწერი

სომხეთში აღადგინეს 981 წლით დათარიღებულ ქაღალდზე გაკეთებული უძველესი ხელნაწერი.
ძველ ხელნაწერთა ინსტიტუტის “მატენადარანის” სპეციალისტები ორი წლის განმავლობაში აღადგენდნენ ხელნაწერს “მღვდელ დავითის ცოდნისა და რწმენის წიგნი”.
”ეს არის მსოფლიოში ერთ – ერთი უძველესი ხელნაწერი ქაღალდზე, რომელიც შეიქმნა სომხების, ჩინელების, ბერძნების და არაბების მიერ. ასაკის გარდა, ხელნაწერს განსაკუთრებულ ღირებულებას ანიჭებს მისი შინაარსი. ხელნაწერი შეიცავს არისტოტელეს, ათანასე დიდის, იოანე ოქროპირის, მოვსეს ხორენაცის, გრიგორ განმაანათებლის, ანანია შირაკაცის და სხვა გამოჩენილი მოაზროვნეების მიერ შესრულებულ ისტორიულ, გეოგრაფიულ ნაშრომებს, ფილოსოფიურ და დოგმატურ ტრაქტებს”- ციტირებს ,,მირ24“ მატენადარანის დირექტორის მოადგილე, კარენ მათევოსიანს.
აღინიშნება, რომ წიგნი ასევე არის პირველი ხელნაწერი, რომელიც შესრულებულია ნუსხური დამწერლობით, რომელიც მოგვიანებით ტიპოგრაფიული შრიფტის საფუძველი გახდა.
უნიკალური სომხური ხელნაწერის აღდგენილი გვერდები ცალკე არის წარმოდგენილი წიგნის დეპოზიტრის ექსპოზიციაში. მათი ნახვა ერთი თვის განმავლობაში შეგეძლებათ.
RUSARMINFO-მ მანამდე ისაუბრა XII საუკუნის სომხური ხელნაწერის შესახებ “ოთხი სახარება სომხურად”, რომელიც ბრიტანეთის ეროვნულ საგანძურად ითვლება.