მთავარისაზოგადოება

სომხეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

არმენპრესი: კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სომხეთში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა ფეისბუქის პოსტში.
”სამწუხაროდ, დღეს კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გვაქვს.
მათგან ორი სომხეთის მოქალაქეა (45 და 27 წლის) და ერთი იტალიელი (51 წლის) მუშაობს სომხეთში. სამივე იტალიიდან ჩამოვიდნენ.
ახლა მათი იზოლირების მიზნით, დაზუსტებულია მათი კონტაქტის ფარგლები, რაც, წინასწარი მონაცემებით, დიდი არ არის.
იტალიის მოქალაქეს და საქართველოს ერთ მოქალაქეს ჩივილები არ აქვთ. სრ ერთ-ერთი მოქალაქე პნევმონიითაა დაავადებული.

პაციენტები აღრიცხვაზე იყვნენ ჩამოსვლისთანავე.
კრიტიკაზე, თუ რატომ არ მივიღეთ გადაწყვეტილება იტალიიდან ფრენების შეჩერების შესახებ, მე ვიტყოდი, რომ ეს შესაძლებლობა რამდენჯერმე განვიხილეთ და მივედით აშკარა დასკვნამდე, რომ პოტენციური ინფექციების გადამტანები შეიძლება ჩამოვიდნენ სომხეთში იტალიის მეზობელი ქვეყნებიდან: საფრანგეთი, ავსტრია, რადგან ევროკავშირის შიგნით შეზღუდვები არ იქნა გამოყენებული.

ანუ, ჩვენ იგივე ლოგიკით უნდა დაგვეხურა სხვა ევროპული მიმართულებებიც, განსაკუთრებით იმის გამო, რომ კორონავირუსი ვრცელდება ევროპის სხვა ქვეყნებშიც.
ახლა ავიაკომპანიებმა თავად გადაწყვიტეს ფრენების შეჩერება იტალიიდან.
მსურს არვნიშნო, რომ ,,გოლდენ პალასის“ ხალხი და პირველი დიაგნოზირებული პაციენტი კარგად არიან, მათ ჩივილები არ აქვთ.
ძვირფასო თანამემამულეებო, გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რჩევა კორნავივირუსის პრევენციის ღონისძიებების შესახებ”,- წერს პრემიერ მინისტრი, იუწყება”არმენპრეს”-ი.

ნახეთ მეტი
Back to top button