საზოგადოება

ჩინეთი 420 ათასი დოლარის ღირებულების, კორონავირუსის გამოსავლენ სწრაფ ტესტებს საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს

,,პირველი არხის” ინფორმაციით, ჩინეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და სიჩუანის პროვინციის მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ჩინურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, შესაბამისი აღჭურვილობით, დაახლოებით 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონავირუსისა და ასევე, სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი 1 000 (ათასი) ცალი სწრაფი ტესტის საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

„საქართველოს საელჩო მადლობას უხდის სიჩუანის პროვინციის მთავრობას მხარდაჭერისთვის. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ მყარ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს“, – აღნიშნულია ჩინეთში საქართველოს საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“.

ნახეთ მეტი
Back to top button