ეკონომიკა

საქართველოს ხელისუფლება ტურისტული სექტორისთვის საგადასახადო შეღავათებს შემოიღებს

სახელმწიფო და ბანკები ტურისტულ ბიზნესზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებისთვის  სახელმწიფო და ბანკები  აქტიურად იყენებენ ყველა ინსტრუმენტს

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ ტურისტული სექტორის ფისკალური სტიმულირებისა  და  საგადასახადო შეღავათების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. 

მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდაფეთქების შემდეგ საქართველოს ტურისტული სექტორი სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. თებერვალში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 0,7%-ით შემცირდა. ექსპერტების ვარაუდით, კლება მარტშიც გაგრძელდება გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში საშიში ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება.

„უკვე მიღწეულია შეთანხმება ფისკალური სტიმულირების ღონისძიებების მიმართულებით, ასევე, გარკვეული საგადასახადო შეღავათების  დაწესებაზე ყველაზე მოწყვლადი სექტორებისთვის“, – ნათქვამია  პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასა და ეკონომიკური გუნდის და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში,

გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო და ბანკები აქტიურად გამოიყენებენ ყველა ინსტრუმენტს ბიზნესზე უარყოფითი  გავლენის შემცირებისთვის.

 „საბანკო სექტორმა კოორდინირებულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის  მზადყოფნა დააფიქსირა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხუთშაბათს  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, მათ წინადადებები გააცნო და პირობა მისცა, რომ  შექმნილი ვითარების დაძლევის საკითხზე მსჯელობისას  მათ აზრს გაითვალისწინებს.

მანამდე ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს ტურისტული სექტორისთვის კრედიტების შესაძლო რესტრუქტურიზაციისკენ მოუწოდა.

კრიზისი საქართველოში

საქართველოშ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და 12 მარტისთვის 25–ს მიაღწია. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფიცირებულთა რიცხვის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებნს. 

კორონავირუსის გამო ქვეყანაში უკვე დაიკეტა სკოლები და საბავშვო ბაღები, სახელმწიფო უწყებები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, გაუქმდა საერთაშორისო ღონისძიებები და სპორტული შეჯიბრებები, იკეტება რესტორნები, სასტუმროები და ღამის კლუბები.

გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის მსურველთათვის მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. ადამიანებმა 14 დღე უნდა გაატარონ კარანტინში ან წარმოადგინონ ცნობა იმის შესახებ, რომ მათ არ აქვთ კორონავირუსი. ქვეყანაში ყველა შემომსვლელი ექვემდებარება საფუძვლიან შემოწმებას და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კლინიკაში გადაჰყავთ.

შექმნილმა ვითარებამ ასახვა ჰპოვა ტურიზმის სფეროზე. სასტუმროების მეპატრონეთა განცხადებით, მარტის ჯავშანის უმეტესობა გაუქმდა, რაც მათ სეზიოზულ ზარალს აყენებს.

ამისა და ნავთობის მსოფლიო კრიზისის ფონზე ამ კვირაში ეროვნულმა ვალუტამ ვარდნა დაიწყო – ორშაბათიდან პარასკევის პერიოდში ლარი 6,3%–ით გაუფასურდა.

ნახეთ მეტი
Back to top button