მთავარისაზოგადოება

სომხეთის ცენტრალური ბანკი ხმარებიდან ხსნის „კორონავირუსიან“ ფულს

სომხეთის ცენტრალური ბანკი უერთდება კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ღონიოსძიებებს.

ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ძველი (გამოყენებული) ბანკნოტები ამოღებული იქნება მიმოქცევიდან და შეიცვლება ახალი (გამოუყენებელი) ბანკნოტებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ფულის საშუალებით კორონავირუსის გავრცელება.

ამავე დროს, ცენტრალური ბანკი მოუწოდებს მაქსიმალურად ისარგებლონ უნაღდო გადასახადებითა და ონლაინ საბანკო მომსახურებით.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 მარტს, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ორი სომხეთის მოქალაქეებია  (45 და 27 წლის), ერთი არის იტალიის მოქალაქე (51 წლის), ის სომხეთში მუშაობს. სამივენი  იტალიიდან ჩამოვიდნენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ მათგან ერთ-ერთი ქალია ქალაქ ეჩმიაწინიდან, რომელმაც მოასწრო ნიშნობის ცერემონიაში მონაწილეობის მიღება. კორონავირუსით ინფიც

ნახეთ მეტი
Back to top button