მთავარისაზოგადოება

სომხეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა

დადასტურებულია ახალი კორონავუსის ორი ახალი შემთხვევა. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა გამოაქვეყნა Facebook- ზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პაციენტები ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ეს უკანასკნელები ისინი არიან რომლებიც   ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ  იმ ეჩმიაწინელ მოქალაქესთან ვისაც კორონავირუსი აღმოაჩნდა და იზოლირებული იქნა. მათ აღენიშნებოდათ სიცხის მომატება, რის გამოც ისინი ტესტირებული იქნენ  და მათ აღმოაჩნდათ კორონავირუსი. ამჟამად ისინი თავს კარგად გრძნობენ, სიცხე არ აქვთ”,- წერს თოროსიანი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გუშინ იქნა გამოვლენილი. ორი მათგანი სომხეთის მოქალაქეა, ერთი იტალიის. ინფიცირების პირველი შემთხვევა სომხეთში 1 მარტს გამოავლინეს. ამჯამად ინფიცირებულთა რიცხვმა მიაღწია 6-ს

ნახეთ მეტი
Back to top button