რა ტიპის საკვები იცავს ორგანიზმს ვირუსებისგან?

როგორც გაზეთი La Vanguardia აქვეყნებს, ესპანელმა ექიმებმა აღმოაჩინეს საკვები, რომელიც კარგად იცავს იმუნურ სისტემას და შეუძლიათ ადამიანის სხეულს აარიდონ ვირუსი.
სიაში პირველია ნიორი, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული საშუალება. ნიორს მოსდევს E– ვიტამინით მდიდარი ნუში.
ექიმები გირჩევენ გამოიყენოთ მოცვი, რომელიც იცავს სასუნთქ გზებს.
მათი აზრით, ქათმის და ინდაურის ბულიონი უნდა შეიტანოთ რაციონში, რადგან ის აბრკოლებს ლორწოს განვითარებას.
ექსპერტები გირჩევენ გამოიყენოთ ტკბილი კარტოფილი, რომელიც მდიდარია ბეტა-კაროტინით, ასევე ბროკოლი, რომელიც შეიცავს ბევრ ვიტამინს, მინერალს, უჯრედისს და ანტიოქსიდანტებს.
იმუნური სისტემის გამმაგრებელი საკვების სიაში შედის შავი შოკოლადი, სოკო, ბროწეული, ციტრუსი, ხორბლის თავთავი, ისპანახი, პაპაია, კივი.
სანელებლები და ჯანჯაფილი ძალიან სასარგებლოა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ხოლო სასმელებს შორისაა კეფირი და მწვანე ჩაი.