ფილიპინებში აღიარებულმა ჟურნალმა Philstar გადაწყვიტა თავის მკითხველებს გააცნოს სომხები და სომხეთი.
ჟურნალმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „რა არის საერთო შერს, კარდაშიანს, ანდრე აღასს, აზნავურსა და სტივ ჯობს შორის?“ პასუხი პირველ სტრიქონშია: „ის, რომ ისინი სომხები არიან“.
სტატიის ავტორები შეეცადნენ რამდენიმე აბზაცში აეხსნათ სომხეთის ბუნება, სამზარეულო და კინემატოგრაფია.
„ადრე სომხეთი გადაჭიმული იყო ზღვიდან ზღვამდე, კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე. სომხეთის ისტორიის შავი გვერდი 1915 წლით თარიღდება, როდესაც პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა სომეხთა გენოციდი. ოსმანეთის საკეისროს ხელისუფლებამ განახორციელა გეგმა სომეხთა განადგურების შესახებ. 1920 წლის მონაცემებით ცოცხლად გადარჩენილი სომხები გაიქცნენ ოსმანეთის იმპერიისგან და თავშესაფარი იპოვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამიტომაც ბევრი ცნობილი სომეხი დაიბადა სომხეთის ფარგლებს გარეთ და ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყნებში”, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორებმა ასევე ისაუბრეს ერევნის ღირსშესანიშნაობებზე, კერძოდ კი მატემადარანზე. ისინი ურჩევენ მოქალაქეებს ნახონ იქ დაცული ხელნაწერები.
სტატიის ავტორებს მოსწონთ ყველი და თანი, ეს უკანასკნელი მათთვის „სომხური იოგურტია”.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ საინტერესო ინფორმაცია გამოქვეყნდა სომხეთის შესახებ მეორე აზიურ ჟურნალში Singapore Tatler. ამ სტატიის ავტორები ურჩევენ თავიანთ მოქალაქეებს ეწვიონ სომხეთს და დაათვალიერონ ღირსშესანიშნაობები.