მთავარისაზოგადოება

სომხური კომპანია „ათენქი“ თბილისში მეორე მაღაზიას გახსნის

სომხეთმა 2019 წლის იანვარ-დეკემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვის, განსაკუთრებით ექსპორტის ზრდა აღნიშნა, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონის დამახასიათებელი ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია.

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ გააფართოვა ექსპორტის მოცულობა, პარტნიორი ქვეყნების სია და ექსპორტირებული პროდუქციის სახეობები. საქართველოს სტატისტიკური კომიტეტის 2019 წლის მონაცემებით, სომხეთი საქართველოს 10 ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთა შორისაა და საქართველოში შეაქვს ასობით დასახელების პროდუქცია, რომელთა შორისაა ხორცპროდუქტებიც.

2020 წლის 15 მარტს,  მსხვილი სომხური კომპანია   „ათენქი“,  რომელიც აწარმოებს ხორცპროდუქტებს და ნახევარფაბრიკატებს, ხსნის  მეორე მაღაზიას თბილისში, სადაც წარმოდგენილი იქნება  სომხური ხორცპროდუქტების დაახლოებით 100  დასახელება.

პირველი  მაღაზია თბილისის ცენტრში გაიხსნა 2019 წლის ნოემბერში. დროთა განმავლობაში, სომხურმა ხორცპროდუქტებმა დიდი მოთხოვნილება მოიპოვა გემოვნებისა და ხარისხის გამო და კომპანიამ გააფართოვა თავისი ექსპორტის მოცულობა.

„ათენქის“ მფლობელმა  პეტროს ადამიანმა  თქვა, რომ მაღაზია სომხეთის სავიზიტო ბარათია, რომელიც მოგვითხრობს სომხეთის შესახებ.

ათენის კომპანიის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი არის სომხური ხორცპროდუქტების ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო ბაზარზე სომხური პროდუქტების გემოსა და ხარისხის ამაღლება.

წლის ბოლოსთვის „ათენქი“  საქართველოში 7 მაღაზიის გახსნას გეგმავს. პირველი ათენის მაღაზია მდებარეობს თბილისში, პეკინის 25 ნომერში, მეორე განთავსდება ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე. ცნობილია მესამე მაღაზიის მისამართიც – ჭავჭავაძის ქუჩა.

ნახეთ მეტი
Back to top button