კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია, ერთი მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა

არმენპრესი: სომხეთში დაფიქსირდა კორონავირუსის კიდევ სამი დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან ორი უკავშირდება ,,ეჩმიაძინ“-ის შემთხვევას. სომხეთში შემთხვევების საერთო რაოდენობამ 30-ს მიაღწია. ,,არმენპრეს“-ის გადმოცემით, ვითარება19:30 საათის მდგომარეობით, მის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა.
”ჩვენ გვაქვს კიდევ 3 დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან 2 დაკავშირებულია ,,ეჩმიაძინ“-ის შემთხვევასთან და თავიდან იზოლირებული იყვნენ. მეორე შემთხვევა დაფიქსირდა მეღრში, ჩვენს მოქალაქესთან, რომელიც ახლახან დაბრუნდა იტალიიდან.
მოკლედ, ამ დროისთვის დადასტურებულია 30 შემთხვევა. გვაქვს საიმედო ცნობაც გამოჯანმრთელდა ერთი დაინფიცირებული პირი”,- წერს თოროსიანი.
მან ასევე აცნობა, რომ ამ დროისთვის ჩატარდა ახალი კორონავირუსის აღმოჩენის 577 გამოკვლევა. ამჟამად 300 მოქალაქეა იზოლირებული. ხორციელდება ახალ შემთხვევასთან კავშირში მყოფი პირების აღმოჩენა, მათი იზოლაციისთვის.
მოსალოდნელია კიდევ ერთი განახლება.