მთავარისაზოგადოება

რა სიტუაციაშია კორონავირუსით ინფიცირებული პირველი მოქალაქე

ინფოტეკა 24.    სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი მოქალაქე თითქმის მთლიანად გამოჯანმრთელდა და მალე გაიწერება სამედიცინო დაწესებულებიდან. ამის შესახებ განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პირდაპირ ეთერში.

პრემიერ-მინისტრმა არ დაიშურა საქებარი სიტყვები ამ მოქალაქის მიმართ, რადგანაც მან გამოიჩინა პასუხისმგებლობა გარშემომყოფთა მიმართ და თავისი ფეხით მოვიდა სამედიცინო დაწესებულებაში.

”ჩვენ ამ ეკონომიკური კრიზისიდან გამარჯვებულნი გამოვალთ.  გუშინ შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კრიზისი დაიძლევა. ამისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა ნდობის ატმოსფერო  მთავრობასა და მოქალაქეებს შორის. კარგია, რომ სომხეთში პანიკა არ არის”, – აღნიშნა პრემიერ – მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button