საზოგადოება

სომხეთში ჩამოიტანენ კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ,,სწრაფ ტესტებს“. ტიგრან ავინიანი

ზოგიერთმა მოქალაქემ, როდესაც შეიტყო თოთხმეტი დღის კარანტინის შესახებ, სცადა სომხეთში დაბრუნება სხვა გზით.
ერევანი – Sputnik. სრ ვიცეპრემიერ-მინისტრმა ტიგრან ავინიანმა თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე შეაჯამა  სომხეთში კოროვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და მისი უარყოფითი შედეგების შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები. მისივე თქმით, მალე ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს ეგრეთ წოდებულ “სწრაფ” ტესტებს, რაც შესაძლებლობას მისცემს ხანმოკლე ვადაში, სულ რაღაც 15 წუთში, წინასწარ დაადასტუროს ან უარყოს კორონავირუსის არსებობა. ეს ტესტები ძირითადად გამოყენებული იქნება ჩვენი ქვეყნის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, აეროპორტ ,,ზვართნოც“-ში.

”ჩვენ შეგვეძლება ბევრად უფრო ეფექტური და ფართომასშტაბიანი მონაცემების დაგროვება, რასაც ჩვენი შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება”, – აღნიშნა ვიცეპრემიერ-მინისტრმა ტიგრან ავინიანმა.

მან ასევე ისაუბრა ამ საღამოს ერევნის დროით 21:30 საათზე, დაგეგმილ ფრენაზე, რომელიც რომიდან ერევანში ჩამოიყვანს ჩვენს თანამემამულეებს. ფრენის დროს მგზავრებს მიეცემათ ნიღბები, განხორციელდება ჯანმრთელობის უსაფრთხოების ყველა ზომა, ხოლო სომხეთში ჩამოსვლისთანავე ისინი დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნებიან თოთხმეტდღიან კარანტინში.

”ზოგიერთმა მოქალაქემ, როდესაც შეიტყო ამ თოთხმეტდღიანი კარანტინის შესახებ, სცადეს სომხეთში დაბრუნება სხვა გზით.  ყველა ჩვენი მოქალაქე, ვინც ბოლო დროს იტალიაში იმყოფებოდა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი რეისით ჩამოვლენ, აუცილებლად გაივლიან თოთხმეტდღიან კარანტინს”,- აღნიშნა ვიცეპრემიერ-მინისტრმა ტიგრან ავინიანმა.


მან ბოდიში მოუხადა იტალიიდან სომხეთში ჩამოსულ ყველა მოქალაქეს უხერხულობისა და შეზღუდვების გამო და გააფრთხილა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელი რეისით დაბრუნდებიან ისინი იტალიიდან სამშობლოში, აუცილებლად  გაივლიან კარანტინს. საქმე საზოგადოებრივ ჯანმრთელობას ეხება და ვირუსის რისკის გათვალისწინებით, ეს არის მინიმალური ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადავდგათ.

ვიდეოს დასასრულს, ვიცეპრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ ეპიდემიას და აღნიშნა, რომ სიტუაციის ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაშიც კი ხელისუფლებას აქვს გამოსავლის გზები.
15 მარტის 20:00 საათამდე სომხეთში კორონავირუსული ინფექციის 26 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 18 დაკავშირებულია ეჩმიაძინის ცნობილ შემთხვევასთან.
პაციენტებს შორის ასევე სასკოლო ასაკის ბავშვიც არის. ის სწავლობს ეჩმიაძინის ერთ – ერთ სკოლაში. ბავშვის კლასელები და მასწავლებლები იზოლირებული არიან.

ნახეთ მეტი
Back to top button