სრულიად სომეხთა კათოლიკოსი სასულიერო პირებთან ერთად განიხილავს კორონავირუსის თემასთან დაკავშირებულ საკითხებს

დღეს ეჩმიაწინში გაიმართება საეკლესიო კრება, რომელსაც უხელმძღვანელებს სრულიად სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II . ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხური სამოციქულო ეკლესიის პრეს-მდივანი ვაჰრამ ტერ-მელიქიანი. როგორც ის წერს ეჩმიაწინში უკვე შეჩერებულია მთელი რიგი სტრუქტურების მუშაობა, კერძოდ, საგანმანათლებლო, სოციალური და კულტურული დაწესებულებებისა.
„ვითარებიდან გამომდინარე, ხვალ ეჩმიაწინის წმინდა საყდარში, უწმინდესის ხელმძღვანელობით გაიმართება შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილება მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მან შეახსენა მოქალაქეებს, 13 მარტს ეპისკოპოსებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც მოუწოდებდნენ დაცული იქნას სპეციალიზებული სტრუქტურების რჩევები და მითითებები, ყველა ზომა იქნას მიღებული ვირუსული იფექციის თავიდან ასაცილებლად.
ტერ-მელიქიანმა ასევე მოუწოდა ხალხს სიმშვიდისკენ, ხოლო მედიას – არ გაავრცელონ შეურაცხმყოფელი განცხადებები და უადგილო კომენტარები სომხური სამოციქულო ეკლესიის მისამართით.
უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ ქსელებში სსე-ს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ჯერჯერობით არ გაუუქმებია ღვთისმსახურება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის გავრცელება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მოუწოდა მათ უარი თქვან მასობრივ ღონისძიებებზე.
უფრო მეტიც, სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი არსენ თოროსიანი მოუწოდებდა შეწყვიტათ ყველა რელიგიური რიტუალები კორონავირუსული ინფექციის საშიშროებასთან დაკავშირებით.