მთავარისაზოგადოება

შეიარაღებულ ძალებში კორონავირუსით ინფიცირებული სამხედრო მოსამსახურეები არ არიან. თავდაცვის სამინისტრო უარყოფს.

არმენპრესი. კორონავირუსით ინფიცირებული სამხედრო მოსამსახურეები შეიარაღებულ ძალებში არ არიან. “არმენპრეს” -ის ცნობით, ამის შესახებ თავის ფეისბუქის გვერდზე დაწერა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეფანიანმა, უარყო რა პრესაში გავრცელებული ინფორმაცია.
”მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, შეიარაღებულ ძალებში კორონავირუსით დაინფიცირებული  სამხედრო მოსამსახურეები არიან, სინამდვილეს არ შეესაბამება.
შეიარაღებულ ძალებში კორონავირუსით ინფიცირებული სამხედრო მოსამსახურეები არ არიან, უფრო მეტიც, არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს არავითარი კავშირი არ ჰქონია ინფიცირებულ ან კარანტინში მყოფ მოქალაქეებთან”,- წერს სტეფანიანი.
მან ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ გულწრფელნი იყვნენ სტატიის გავრცელებისას და მიუთითონ, თუ რომელი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ასეთ ინფორმაციას.
”ამ შემთხვევაში, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დღეისათვის მთელს მსოფლიოში არსებობს მათ დაქვემდებარებაში მომსახურე კოროვირუსით ინფიცირების 10 შემთხვევა”, – წერს სტეფანიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button