მთავარისაზოგადოება

24 მარტამდე შეიზღუდება საქართველოსთან სახმელეთო და საჰაერო კომუნიკაცია. ავინიანი

News.am. ახალი ტიპის კოროვირუსით გამოწვეული ეპიდემიის გათვალისწინებით, სომხეთის მთავრობამ, საქართველოს მთავრობასთან ორმხრივი კონსულტაციებისა და შეთანხმებების შედეგად, გადაწყვიტა, რომ შეზღუდოს საქართველოსთან სახმელეთო და საჰაერო კომუნიკაცია 2020 წლის 24 მარტამდე. ამის შესახებ თავის ფეისბუქის გვერდზე განათავსა სრ ვიცეპრემიერ-მინისტრმა ტიგრან ავინიანმა.
”დამატებითი განმარტებები საქართველოსთან კომუნიკაციის დროებით შეზღუდვის შესახებ.
ახალი ტიპის კოროვირუსით გამოწვეული ეპიდემიის გათვალისწინებით, სომხეთის მთავრობამ, საქართველოს მთავრობასთან ორმხრივი კონსულტაციებისა და შეთანხმებების შედეგად, გადაწყვიტა, რომ შეზღუდოს საქართველოსთან სახმელეთო და საჰაერო კომუნიკაცია 2020 წლის 24 მარტამდე.

შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებზე, და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც ბრუნდებიან თავიანთი წარმოშობის ქვეყნებში, კანონიერი საფუძვლით ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალსა და მათი ოჯახის წევრებზე, აგრეთვე ოფიციალური ვიზიტების განმახორციელებელ პირებზე.
გაგრძელდება ტვირთის გადაზიდვა სომხეთსა და საქართველოს შორის”,- წერს იგი.

ნახეთ მეტი
Back to top button