მთავარისაზოგადოება

კორონავირუსით დავადებულთა რიცხვმა მკვეთრად იმატა

17 მარტს  12:00 საათზე  სომხეთში დადასტურდა კორონავირუსის დაავადების კიდევ 12 შემთხვევა, რომელთაგან 6 დაკავშირებულია ეჩმიაწინის შემთხვევასთან, ხოლო დანარჩენ 6 – საწარმო დაწესებულებასთან.  ეს უკანასკნელები  თავიდანვე იზოლირებული იყვნენ.

ეს ინფორმაცია  ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პრესსპიკერმა ალინა ნიკოღოსიანმა გამოაქვეყნა თავის ფეისბუქის გვერდზე.

ამ დროისათვის გვაქვს 64 დადსტურებული შემთხვევა. მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.   

ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ მოუწოდებს, რომ თავიდან აიცილონ კონტაქტი რესპირატორული ინფექციის მქონე პაციენტებთან, შესაძლებელია გამოიყენოთ პირადი დამცავი მოწყობილობა (ნიღბები), ხშირად დაიბანეთ ხელები მინიმუმ 20 წუთის ინტერვალით  (განსაკუთრებით საკვების მიღებამდე და სახლში შესვლისას), გრიპის მსგავსი სიმპტომების ქონებისას თვითმკურნალობით ნუ დაკავდებით და მიმართეთ ექიმს.  

ნახეთ მეტი
Back to top button