მთავარისაზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა სომხეთში 52-ს მიაღწია

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა სომხეთში 52-ს მიაღწია. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა ფეისბუქის ლაივზე განაცხადა.

„ახლახან კიდევ 50 ტესტირება ჩავატარეთ. დღეს ჩვენ გავაკეთეთ 105 ტესტი და კიდევ 7 ტესტის შედეგი დადებითია. თორმეტი შემთხვევა უკავშირდება ეჩმიაწინის საქმეს და ამ დრომდე არანაირი სიმპტომი არ აქვთ ”, – თქვა მან.

სპეციალურ სხდომაზე  მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სომხეთის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

მინისტრის თქმით, დადასტურებული 52 შემთხვევიდან 12-ს საერთოდ არ აქვს რაიმე სიმპტომი და ისინი საერთოდ არ არის ჰოსპიტალიზირებული, მაგრამ იზოლირებულნი არიან.

„მათ შემთხვევაში, ჩვენ ინდივიდუალურ მიდგომას ვახორციელებთ, გადავიყვანთ  თუ არა საავადმყოფოში. ახლა ყველაფერი დროსთანაა დაკავშირებული.  შემთხვევების ერთი ნაწილი დაკავშირებულია ერთ საწარმოში აღმოჩენილ შემთხვევასთან, გვაქვს კიდევ სხვადასხვა შემთხვევევი, რომელთა გამომწვევი წყაროები შესწავლის პროცესშია“, –  თქვა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button