საზოგადოება

კორონავირუსის სწრაფი დიაგნოსტირებისათვის სომხეთი მიიღებს 2 ტიპის სწრაფ ტესტს: მინისტრი

კორონავირუსის სწრაფი დიაგნოსტირებისათვის სომხეთი მიიღებს 2 ტიპის სწრაფ ტესტს: ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა განუცხადა ჟურნალისტებს.

მინისტრის თქმით, ერთი ტიპის ტესტი განსაზღვრავს ნახველში, ხოლო მეორე სისხლში კორონავირუსის არსებობას. ეს ტესტები გამოყენებული  იქნება არასამთავრობო სამედიცინო დაწესებულებებში,  აეროპორტებში და სასაზღვრო  გამშვებ პუნქტებში,  პოლიკლინიკებსა და არაინფექციურ  საავადმყოფოებში. ამ ტესტებს შეეძლებათ კორონავირუსის დიაგნოზირება 15 წუთში, მაშინ როცა ლაბორატორიულ ანალიზს რამდენიმე საათი სჭირდება.

ამჟამად რთულია იმის თქმა, თუ როდის იქნება მიღებული ეს ტესტები, ყველაფერი დამოკიდებულია ლოჯისტიკურ პირობებზე.

რაც შეეხება კორონავირუსის ლაბორატორიულ ტესტებს, მინისტრის თქმით, სულ სომხეთში ამჟამად 5500-ია ,  ყოველდღიურად დაახლოებით 100 კვლევა ტარდება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სომხეთში ინფიცირების 64 შემთხვევაა რეგისტრირებული, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაიწერა, ორს აქვს პნევმონია, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ნახეთ მეტი
Back to top button