მთავარიპოლიტიკა

მთავრობამ გადაწყვიტა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საღამოს 18.30 საათიდან

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილება ჯერ უნდა დაამტკიცოს ეროვნულმა ასამბლეამ.
ერევანი – Sputnik. სომხეთის მთავრობამ რიგგარეშე სხდომაზე გამოცხადებული ერთსაათიანი შესვენების შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება სომხეთის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, მხედველობაში მიიღო რა მთელს მსოფლიოში და სომხეთში  ახალი ტიპის კოროვირუსის გავრცელებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მისი პანდემიად კვალიფიცირების გარემოება.

ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, სომხეთის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე  საგანგებო მდგომარეობა ძალაში შევა 16 მარტს, საღამოს 18:30 საათიდან 14 აპრილის 17:00 საათამდე.

იუსტიციის მინისტრმა, რუსტამ ბადასიანმა, წარმოადგინა რა შესვენების დროს პროექტში შეტანილი ცვლილებები, კერძოდ აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტებით ნებადართული იქნება სრ მოქალაქეების და მათი ოჯახების, სრ მოქალაქეობის არმქონე წევრების, ოფიციალური ვიზიტებით სომხეთში ჩამოსული უცხოელი თანამდებობის პირების, ისევე როგორც მათი თანმხლები პირების, აგრეთვე სომხეთში მომუშავე დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალის და მათი ოჯახის წევრების შესვლა

”სასაზღვრო გამშვები პუნქტით იკრძალება სრ მოქალაქეობის არმქონე იმ პირების შემოსვლა, რომლებიც სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოდიან იმ ქვეყნებიდან, რომლებიც შეტანილია კომენდატის გადაწყვეტილებით  განსაზღვრული ეპიდემიოლოგიური პრევალენტობის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში, ან შემოსვლამდე 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ამ ქვეყნებში ”, – პროექტიდან ციტირება გააკეთა ბადასიანმა და დასძინა, რომ ამ დებულებაში გათვალისწიენბულია გამონაკლისი  დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებისთვის.

რაც შეეხება სომხეთის მოქალაქეებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს ტოვებენ სომხეთს, ამის უფლება ექნებათ მხოლოდ გადამზიდველებს.
დაკრძალვა შეიზღუდა მხოლოდ კომენდანტის გადაწყვეტილებით გარკვეულ ადგილებში და არა თუ სომხეთის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ასამბლეის კონსტიტუციური კანონის შესაბამისად, თუ მთავრობა გადაწყვეტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ეროვნული ასამბლეა იწვევს სპეციალურ სხდომას გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ოთხი საათის განმავლობაში.
საკითხის განხილვის დროს ძირითადი მოხსენებით გამოდის პრემიერ- მინისტრი ან მთავრობის წარმომადგენელი. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია დეპუტატთა საერთო რაოდენობის აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ 67 ხმა.

სომხეთში უკვე დადასტურებულია კორონავირუსის ინფექციით დაავადების 30 შემთხვევა. პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 1 მარტს, დილით ადრე. ინფიცირებული იყო 29 წლის მამაკაცი, რომელიც 28 თებერვალს სომხეთში ჩამოვიდა ირანიდან. ის უკვე გაათავისუფლეს საავადმყოფოდან. 11 მარტს სომხეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა აღმოაჩინეს.
ინფიცირებულები იყვნენ იტალიიდან. ერთ-ერთი მათგანი ეჩმიაძინის მკვიდრია და, სავარაუდოდ, იგი წავიდა იტალიაში, რომ შვილის რჩეულისათვის საქორწილო კაბა ეყიდა, შემდეგ მონაწილეობა მიიღო ვაჟის ნიშნობაში ეჩმიაძინში. ამის შემდეგ დაიწყო ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა.

კორონავირუსით ინფიცირების რვა შემთხვევა დადასტურდა გუშინ. მათ შორისაა ასევე  ბავშვი, რომელიც ეჩმიაძინის სკოლაში დადის. ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის სკოლის ასაკის ბავშვის, დამაკმაყოფილებელია. ფაშინიანის თქმით, 2 – ს აქვს პნევმონია, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უნდა აღინიშნოს, რომ მინიმუმ 23 მარტამდე სრ-ში საგანმანათლებლო დაწესებულებები არ მოქმედებენ. სრ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის არაიკ ჰარუთიუნიანის დავალებით, დისტანციური სწავლების ორგანიზების მიზნით იქმნება სპეციალური ონლაინ პლატფორმები. აღარ ფუნქციონირებენ თეატრები, საკონცერტო დარბაზები, დიდი სავაჭრო ცენტრები და არაერთი სპორტული დარბაზი.

ნახეთ მეტი
Back to top button