რამდენი კორონავირუსით დაავადებული რამდენი პაციენტის მიღება შეუძლია სომხეთის საავადმყოფოებს?

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა წარმოადგინა ციფრული მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ მოემზადა სომხეთის ჯანდაცვის სექტორი ვირუსის შესაძლო გავრცელებისთვის.
ერევანი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების განხილვის დროს განაცხადა, რომ ამჟამად სომხეთის საავადმყოფოებში 400 საწოლია კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მისაღებად.
”მაგრამ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ჰოსპიტალებში 800-1000 პაციენტი მოვათავსოთ”, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ნორქის ინფექციური დაავადებათა საავადმყოფოს გარდა, მომზადებულია კიდევ სომხეთის სამი საავადმყოფო, რომელთაგან ერთს შესაძლებლობა აქვს 1500 პაციენტი მოათავსოს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, იგივე მოქმედებს იზოლირებულებისთვის განკუთვნილი ტერიტორიებისთვისაც.
”ამჟამად 310-ზე მეტი ადამიანია იზოლირებული. ჩვენ გაგვაჩნია კიდევ 400 კაცის იზოლირების პოტენციალი”,- აღნიშნა ფაშინიანმა.
მან აღნიშნა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა გააგრძელოს იზოლაციის პოლიტიკა, თუმცა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა არ იყენებს ამ ვარიანტს.
აღსანიშნავია, რომ სომხეთში კორონავირუსული ინფექციის 30 შემთხვევაა დაფიქსირებული. იზოლირებულია 380 მოქალაქე. სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.