მთავარისაზოგადოება

საგანგებო მდგომარეობისთვის საჭირო არ არის სურსათის მომარაგება. მაღაზიები არ დაიხურება

მთავრობის წევრები ირწმუნებიან, რომ მომდევნო 1 თვეში სომხეთში სურსათზე  არანაირი პრობლემა არ იქნება.
ერევანი, 16 მარტი – სპუტნიკი. სომხეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს სასურსათო მაღაზიები არ დაიხურება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა.
”არ არის საჭირო სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების დახურვა და ვაჭრობა ხანგრძლივი პერიოდისთვის”, – ირწმუნება მინისტრი.
ხოლო საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობა, ბადასიანის თქმით, შეიზღუდება მხოლოდ კომენდანტის გადაწყვეტილებით.
პრესკონფერენციაზე მყოფმა ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა კი განაცხადა, რომ სომხეთში საკვებთან დაკავშირებული პრობლემა არ შეიძლება იყოს.
მისი თქმით, ქვეყანაში არის საკმარისი საკვები და წამალი და არანაირი შეფერხება არ იქნება.

”სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში  შეზღუდვები არ ვრცელდება ტვირთის ტრანსპორტირებაზე. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად საგანგებო არ უნდა იყოს  სიტუაცია, ჩვენ გადავლახავთ მას”,- აღნიშნა თოროსიანმა.
საგანგებო სიტუაციის შედეგად გამოწვეული შესაძლო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, თოროსიანის თქმით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ყოველდღიური ყურადღების ცენტრში იქნება.

ნახეთ მეტი
Back to top button