საზოგადოება

უცხოელები ვერ შეძლებენ საქართველოში შემოსვლას

კორონავირუსის გამო, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ქვეყანაში შესვლა.
ერევანი, 17 მარტი – Sputnik. გაერთიანებული სომხური საინფორმაციო ცენტრი იუწყება, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ხვალიდან აუკრძალოს ყველა უცხოელს საქართველოში შესვლა.
”18 მარტის 00:00 საათიდან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ შემოსვლა”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 34 ადამიანია. საბედნიეროდ, ამ დაავადებით არავინ არ დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად სომხეთში 64 ინფიცირებულია.

ნახეთ მეტი
Back to top button