საზოგადოება

ახალქალაქში 17 ადამიანი თვითიზოლაციაშია

ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 17 ადამიანია იზოლირებული. Jnews- ის ცნობით, ისინი ყველა ჩამოვიდნენ სომხეთიდან.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის, ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, გამშვებ პუნქტზე არცერთ მათგანს კოროვირუსული ინფექციის რაიმე დამახასიათებელი ნიშნები არ აღმოაჩნდათ და თვითშეგრძნებაც კარგი ჰქონდათ. მათი თვითიზოლაცია აუცილებელია ყველა შემთხვევაში.

”მათთან ყოველთვის კონტაქტი გვაქვს, მათ ყოველდღე ვურეკავთ”, – აღნიშნა ტონაკანიანმა.

მისი თქმით, ისინი ყველა 14 დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ სახლში და დაიცვან თვითიზოლაციის წესები, თუ მათი ჯანმრთელობა გაუარესდება, მათ უნდა დარეკონ ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში.
დღეისათვის, საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის ერთმა პაციენტმა, რომელიც გამოჯანმრთელდა, უკვე დატოვა საავადმყოფო. 1008 ადამიანი კარანტინშია, დანარჩენი 64 კი სტაციონარული ზედამხედველობის ქვეშაა.

ნახეთ მეტი
Back to top button