მთავარისაზოგადოება

საგანგებო სიტუაციების დროს ჩვენს ქვეყანას საკომუნიკაციო პრობლემა არ შეექმნება: მინისტრი

შეიქმნა მეცნიერების, მონაცემთა ანალიტიკოსების, IT სპეციალისტების და ხელოვნური ინტელექტის  ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობს, ეპიდემიოლოგიური მონაცემების შეგროვების, მისი ანალიზისა და საერთაშორისო მონაცემების გაერთიანების მიზნით, რათა შესაძლებელი გახდეს  გარკვეული პროგნოზირება და შეფასება. ამ ყველაფრის მიზანია კორონავირუსის გავრცელების ალბათობის  მოდელირების განხორციელება.

მაღალი ტექნილოგიების ინდუსტრიის მინისტრმა  ჰაკობ არშაკიანმა დღეს მთავრობის ოფიციალურ Youtube არხის ეთერში განაცხადა, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებენ ციფრული სტრუქტურების, კომუნიკაციის სფეროს კომპანიებთან და დაარწმუნა მოსახლეობა, რომ მობულური და საინტერნეტო კავშირის შეფერხებას ადგილი არ ექნება.

მინისტრი მიესალმება იმ ფაქტს, რომ მრავალი სატელეკომუნიკაციო კომპანია გადავიდა ონლაინ რეჟიმზე, რაც ამცირებს მოქალაქეებს შორის შეხებას და  შესაბამისად, ვირუსის გავრცელებას. გადახდის თვალსაზრისით არავითარი პრობლემა არ შექმნილა,  რადგან  ონლაინ გადახდების  უამრავი შესაძლებლობა არსებობს. მან მოქალაქეებს მოუწოდა, ყველა გადახდა განახორციელონ ინტერნეტით ან ტერმინალების საშუალებით, არ ეწვივნონ ხალხმრავალ ადგილებს.

ნახეთ მეტი
Back to top button