მთავარისაზოგადოება
სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს განცხადება ტვირთის შესახებ

სომხეთის საელჩო საქართველოში კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ გადაწყვეტილება უცხოელთა შემოსვლის აკრძალვის შესახებ არ ვრცელდება სომეხ ტვირთგადამზიდვებზე.
როგორც კი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზატკეცილი გაიხსნება, რომელიც ამჟამად დახურულია არასასურველი ამინდის გამო, სომხეთის ტვირთგადამზიდავებს საშუალება მიეცემათ განახორციელონ გადაზიდვები.
„გაცნობებთ, რომ სატვირთო მანქანები, რომლებიც გადაზიდვებს აწარმოებენ სომხეთი-საქართველო-სომხეთი მიმართულებით (არა რუსეთში), ახლაც შეუძლიათ გადალახო ნ საქართველო-სომხეთის სასაზღვრო პუნქტები დაუბრკოლებლად.
ამავე დროს, მოგთხოვთ, გამოიყენოთ მხოლოდ ოფიციალური წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.