მთავარისაზოგადოება

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი: მინისტრი ახალ მონაცემებს ავრცელებს

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ფეისბუქზე ლაივში გადასცა სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა არსენ თორსიანმა. მისი თქმით, 18 ინფიცირებულს არავიტარი სიმპტომი არ გააჩნია, ხოლო ეს ახლადგამოკვლეული ექვსი შემთხვევა დაკავშირებულია საქარმოსთან.

„რომ არ გამოკვლეულიყვნენ ისინი ვერ გაიგებდნენ, რომ კორონავირუსით არიან ინფიცირებულნი. მხოლოდ ორს აღმოაჩნდა პნევმონია. ეს მხოლოდ რენტგენული გამოკვლევით ირკვევა და შესაძლებელის მხოლოდ მეშვიდე დღეს“,-თქვა მინისტრმა.

მან ასევე თქვა, რომ 600 ადამიანი უკვე იზოლირებულია.

ავღნიშნავთ, რომ სომხეთში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 17 მარტის 17:00 საათის მდგომარეობით  72 იყო, ერთი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე მათ უკვე ექვსი დაემატა.

ნახეთ მეტი
Back to top button