საზოგადოება

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 84 გახდა. ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დღეს, 18 მარტს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა სომხეთის პრემიერ- მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
”ამ 84 შემთხვევას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურებები. გუშინდელი ჩვენი 70 შემთხვევიდან სამოცდაათი პროცენტია ეჩმიაძინსა და საამქროშია. დღეს ეს პროცენტი გაიზარდა, ახლა ის გახდა 81%, საამქროს და ეჩმიაძინის შემთხვევაა. ბოლო დიაგნოზირებულ ჯგუფში 99 პროცენტი არის საამქროს შემთხვევები”.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 16 მარტიდან 14 აპრილამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button