საზოგადოება

ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ საქართველოს გავლით სომხეთში დაბრუნებაზე

სომხეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ორ ქვეყანას შორის სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება დაუბრკოლებლად. ამის შესახებ განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა.  

„ბოლო დღეებში, სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოსა და რფ-ში სრ დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მრავალჯერგაავრცელეს ინფორმაცია, რომ უამინდობის გამო ჩაკეტილია  მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალი“, -თქვა სპიკერმა

 როგორც მან თქვა, სატვირთო ავტომანქანებია თავმოყრილი სომხეთ-საქართველოს (ბაგრატაშენი-სადახლო)  და რუსეთ-საქართველოს ( ლარსი-ყაზბეგი)  სასაზღვრო პუნქტებთან.  საზღვარზე გადასვლა შეზღუდულია მხოლოდ დიდთოვლობის გამო.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცნობა გავავრცელეთ, ზედა ლარსის გამშვები პუქტის რუსულ მონაკვეთზე ამჟამად არიიან თავმოყრილი რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მსურველი სომხეთის  მოქალაქეები. ვითვალისწინებთ, რომ  ცუდი ამინდისა  და საქართველოს მიერ უცხოელთა შესვლის  ამკრძალავი კანონის გამო საზღვარზე გადმოსვლა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებთ ისარგებლონ ახლო მდებარე აეროპორტებით, როგორების არიან  მინვოდი, კრასნოდარი და დონის როსტოვი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, სტუაცია ფხიზლად შეაფასონ, თავი შეიკავონ სომხეთში საქართველოს გავლით დაბრუნებაზე და გამოიყენონ ავიაკომპანიები“,  – თქვა  საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button