საზოგადოება

დარჩით სახლში ჩვენთვის; ნორქის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის ფლეშ-მობმა მომხმარებლები აღაფრთოვანა

ჯანდაცვის მინისტრის მიერ ნორქის ინფექციური საავადმყოფოდან გამოქვეყნებული ფოტო ფართოდ გავრცელდა ინტერნეტით.

ერევანი, 19 მარტი – Sputnik. ნორქის ინფექციური საავადმყოფოს ექიმებმა სპეციალურად მიმართეს სომეხ მოსახლეობას და მოუწოდეს მათ სახლში დარჩნენ. ერთ – ერთი ექიმის ფოტო  ფეისბუქის გვერდზე განათავსა სომხეთის ჯანმრთელობის მინისტრმა არსენ თოროსიანმა.
“ფოტოზე აღბეჭდილია ნორქის ინფექციური სავადმყოფოს  ინფექციონისტი რუბენ გრიგორიანი”, – წერს თოროსიანი.
ფოტოზე გრიგორიანი ატარებს ნიღაბს და ხელში უჭირავს ლოზუნგი: “ჩვენ დავრჩით თქვენთვის სამუშაოდ. თქვენ დარჩით ჩვენთვის სახლში”.
თოროსიანის პოსტმა მოიპოვა 20 000-ზე მეტი ლაიქი. პუბლიკაცია გავრცელდა 4500-ზე მეტ ადამიანზე. აბონენტებმა ბევრი კომენტარი დატოვეს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს გამოაცხადა ახალი ყოვლისმომცველი COVID-19 ეპიდემიის შესახებ.
სომხეთში 19 მარტის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 115 გახდა.

ნახეთ მეტი
Back to top button