მთავარიპოლიტიკა

ირანთან ტვირთის გადაზიდვების შეზღუდვები მოიხსნება: ნიკოლ ფაშინიანი

გაუქმდება ირანთან ტვირთის გადაზიდვების შეზღუდვები. ამის შესახებ 18 მარტს, ტელეკომპანია “შანთთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, პასუხი გასცა რა იმ კითხვაზე, შეიცვალა თუ არა სატვირთო გადაზიდვების ნაკადი საქართველოდან და ირანიდან სომხეთში.
”ჩვენ შეზღუდული გვაქვს სასაზღვრო კომუნიკაცია ირანთან, თავდაპირველად მხოლოდ სამგზავრო ტრანსპორტით და შემდეგ ტვირთებისთვის, მაგრამ კომენდატურამ გადაწყვიტა, რომ ტვირთის გადინება ირანში გარკვეულწილად გაიხსნება. რაც შეეხება ზემო ლარსს, ჩვენ ვიცით, რომ ზემო ლარსი დახურულია, მაგრამ დახურულია ამინდის გამო, როდესაც ამინდი გამოიდარებს, ტვირთი მოვა. რაც შეეხება ფოთიდან და ბათუმიდან ტვირთებს, დიახ, ისინი ჩვეულებრივი გზით მოდიან”, – აღნ იშნა ფაშინიანმა.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა სომხეთში 102-ს მიაღწია. შემთხვევების 75% დაკავშირებულია ეჩმიაძინსა და სამკერვალოსთან.

ნახეთ მეტი
Back to top button