მთავარისაზოგადოება
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ სომხეთში მიაღწია 115-ს

19 მარტის მდგომარეობით, დილის 09:00 საათზე დადასტურდა კორონავირუსის (COVID-19) ტესტირების კიდევ 5 შემთხვევა.
როგორც სომხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და მეცნიერების სამინისტროდან “არმენპრესს” განუცხადეს, ყველა პაციენტის სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მთლიანად, ამ დროისთვის რეგისტრირებულია 115 შემთხვევა. გამოჯანმრთელების 1 შემთხვევა გვაქვს. შედეგების ეპიდემიოლოგიური ანალიზის დასკვნებმა აჩვენა, რომ 99 შემთხვევა დაკავშირებულია პირველ ორ შემთხვევასთან.
ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ მოუწოდებს:
- დარჩით სახლში;
- შეზღუდეთ კონტაქტები;
- დაიცავით პირადი ჰიგიენა;
- დაიბანეთ ხელები ხშირად საპნით მინიმუმ 20 წამს, განსაკუთრებით ჭამის წინ და სახლში შესვლისას;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა შეამცირეთ, სადაც ეს შესაძლებელია;
- შეხებისას დაიცავით მინიმუმ 1 მეტრიანი მანძილი,
- ნუ დაკავდებით თვითმკურნალობით, გრიპის სიმპტომებისას აცნობეთ ექიმს;
- თუ თქვენ დაბრუნდით იმ ქვეყნიდან ის ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემია მძინვარებს, მიმართეთ თვითიზოლაციას და დაუკავშირდით პოლიკლინიკის ექიმს;
- გაიზომეთ სიცხე და შედეგები აცნობეთ ექიმს;
- არ ჩავარდეთ პანიკაში და მიჰყევით ექიმის რჩევებს.
სომხეთში ცხელია ხაზი: 8003 და
„ოპერატიული ზარების ცენტრი“ – 060838300