მთავარისაზოგადოება

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ სომხეთში 122 მიაღწია

კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა აღირიცხა სომხეთში. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა არსენ Տოროსიანმა განაცხადა 19 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„რეგისტრირებულია კორონავირუსის ინფექციის კიდევ 7 შემთხვევა. ამჟამად 122 შემთხვევა გვაქვს. ახალი შემთხვევები დაკავშირებულია სამკერვალო საამქროში არსებულ შემთხვევებთან, ანუ ისინი თავიდანვე ჩვენი კონტროლის ქვეშ იყვნენ“, – თქვა მინისტრმა.

სომხეთში  საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს მთელს  რესპუბლიკაში, 2020 წლის 16 მარტიდან, გასტანს   2020 წლის 14 აპრილამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button