საზოგადოება

მასტერკლასი ნიკოლ ფაშინიანისგან, ან როგორ უნდა ვიკვებოთ საგანგებო მდგომარეობაში

სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაქვეყნა თბილი ოჯახური ვიდეო, რომელშიც ასევე საუბრობს საგაზაფხულო და სხვადასხვა ბოსტნეულის სარგებლიანობაზე.


ერევანი, 19 მარტი – Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა ვიდეო, თუ როგორ ატარებს ის საღამოს ოჯახთან ერთად საგანგებო მდგომარეობაში.
მხიარული საღამო იწყება უმცროსი ქალიშვილის, არფის “ბალეტის” ცეკვით. ამაყი მამა ყოველმხრივ აქეზებს თავის ქალიშვილს ცეკვაში, არფი კი უფრო დიდი მზადყოფნით ავლენს თავისი ცეკვის უნარს. შემდეგ ოჯახი სამზარეულოში მიდის.

”ნუ დაივიწყებთ, რომ გაზაფხული დადგა და ეს ნიშნავს, რომ მან თავისი სარგებელი მოიტანა, რომელთა შორის ბალბას აქვს განსაკუთრებული ადგილი. ვფიქრობ, ძნელია ამის პოვნა სუპერმარკეტებში”,- ღიმილით ამბობს პრემიერ-მინისტრი და უყურებს მეუღლეს, ანას, რომელიც თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას სასარგებლო და ვიტამინებით მდიდარი საკვების მომზადებაზე.


შემდეგ ფაშინიანი დასძენს, რომ ამ დღეებში ტრადიციული სომხური “ნივრიანი მაწონი” მუდმივად უნდა იყოს ყველას სუფრაზე. ამის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს პურზე, განმარტავს, რომ მისი სამუშაო დაკავშირებულია მჯდომიარე ცხოვრების წესთან, რაც ნიშნავს, რომ არსებობს სიმსუქნის რისკი და უნდა ვებრძოლოთ მას.

“უცებ არ იფიქროთ, მე მიგანიშნებთ იმაზე, რომ საჭმელი აღარაფერი გვექნება და გადავალთ ბალბის ჭამაზე”, – ხუმრობს ფაშინიანი და დარწმუნებით ამბობს, რომ  სუპერმარკეტში ყველაფერია, თავისი თვალით ნახა.

შემდეგ ქალბატონი ანა ფაშინიანი აძლევს კიდევ ერთ საგაზაფხულო კერძს ჭინჭრის წვნიანს. ხოლო, როდესაც სომხური ღვინო აღმოჩნდება სუფრაზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი სვამს სომხეთის, არცახის, სომეხი ხალხისა და კორონავირუსით ინფიცირებულთა სადღეგრძელოებს .
მესამე კერძი იყო ტყის სოკოს ომლეტი. ფაშინიანმა გაიხსენა, რომ მის მშობლიურ ქალაქში, იჯევანში, ეს სოკოები წარმოუდგენლად გემრიელი იყო. დასასრულს, ფაშინიანმა აჩვენა მასტერკლასი და მოამზადა პოპულარული კერძი იჯევანში, სახელწოდებით “შერეული ჭინჭარი”, რომელიც ჭინჭრისგან მზადდება და დიდ მოთმინებას მოითხოვს, რადგანაც ჭინჭარი სუსხავს.
რა თქმა უნდა, თქვენ მზად უნდა იყოთ, რომ ხელები დაგესუსხებათ, მაგრამ საბოლოოდ ეს ძალზე გემრიელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში, როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოროვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება 14 აპრილამდე. სომხეთში შესვლა და გასვლა შეზღუდულია, ერევანში და სხვა ქალაქებში აკრძალულია საზოგადოებრივი ღონისძიებები, მრავალი რესტორანი, კაფე და მაღაზია (სასურსათოს გარდა) დახურულია საკუთარი ინიციატივით. დახურულია საგანმანათლებლო და კულტურული ინსტიტუტები.

ნახეთ მეტი
Back to top button